Accentnews.ge
კობახიძე ქაცარავაზე: ის აწყობდა პროვოკაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს

კობახიძე ქაცარავაზე: ის აწყობდა პროვოკაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს

14/05/2024 17:57:33 პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს რუსთაველის გამზირზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავას ცემასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება დაზიანებებით.

პრემიერ–მინისტრს ჰკითხეს, "იყო თუ არა დავით ქაცარავას ცემა რუსეთის დაკვეთა?

„მე არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. ის აწყობდა პროვოკაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ე.წ. საზღვართან, გამყოფ ხაზთან. ეს იყო სწორედ, დავით ქაცარავა. მე მინდა შეგახსენოთ, არ მგონია რამე მეშლებოდეს, ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა „ეფესბეს“ აგენტის როლს რუსულ ფილმში და უცბად გახდა შემდეგ ანტირუსი. ამ ყველაფრის შემდეგ, მე არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში“,– თქვა კობახიძემ.

აქვე მან დასძინა, რომ ასეთი ინციდენტები მიუღებელია და სამართალდამცველებს მაქსიმალური მოთმინება მართებთ:

„რაც შეეხება ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას მოთმინებისკენ. ამ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფის, გინების ფაქტი. ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ. როდესაც არის თუნდაც შეურაცხყოფა, ძალადობა, ყველას მართებს, სამართალდამცველებს მაქსიმალური მოთმინება“.

14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ.

მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და მათ ელაპარაკებოდა, რა დროსაც სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ნიღბიანი გამოიქცა მისი მიმართულებით. მოგვიანებით გავრცელდა ქაცარავას დაზიანებების ამსახველი მძიმე კადრები.

ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

შეგახსენებთ, რომ აქციების მიმდინარეობისას რამდენიმე ეპიზოდზე დაიწყო ამ მუხლით ძიება თუმცა ამ დროისთვის პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S