საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა 1900-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს
03/01/2020 07:41:19 მსოფლიო
საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა 1900 კილომეტრის სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
პროექტის ღირებულება შვიდი მილიარდი დოლარია და საწყის ეტაპზე წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარებას შეძლებს. სამი ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ გაზსადენის მშენებლობა 2025 წლისთვის დასრულდება.
გაზსადენი ისრაელისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლებიდან საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან გაივლის, შემდეგ კონტინენტურ საბერძნეთში შევა და იტალიის გავლით ევროპას გაზს მიაწოდებს.


