Accentnews.ge
კობახიძის მტკიცებით, თუ აშშ "არასერიოზულ ნაბიჯს" გადადგამს და მას სანქციებს დაუწესებს, ამით რეპუტაცია ვაშინგტონს შეელხება

კობახიძის მტკიცებით, თუ აშშ "არასერიოზულ ნაბიჯს" გადადგამს და მას სანქციებს დაუწესებს, ამით რეპუტაცია ვაშინგტონს შეელხება

14/05/2024 18:22:00 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ რაკლი კობახიძის მტკიცებით, თუ "აგენტების კანონის" მიღების გამო აშშ მას სანქციებს დაუწესებს, ამით რეპუტაცია ვაშინგტონს შეელხება. ამის შესახებ მან დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "გამორიცხავს თუ არა რომ, აშშ-მ სანქციები დააწესოს მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ", პრემიერ-მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

„თქვენ გახსოვთ, მაგალითად, მოსამართლეების მიმართ დაწესდა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია, ვერავითარი ზიანი ვერ მიაყენა ამან მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის რეპუტაცია, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების გარეშე დასანქცირდნენ მოსამართლეები, მაშინ, როდესაც მოსამართლე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული სანქცირებისგან. სერიოზულად შეილახა ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს. ასეთ არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმევა, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ის რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუდის მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ, პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას", – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S