ო'ბრაიენი – ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე: ძალიან მალე განვიხილავთ
14/05/2024 19:22:46 პოლიტიკა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას აშშ „ძალიან მალე“ განიხილავს.
ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა:
„ის ფიქრობს, რომ უკვე გვაქვს სანქციები დაწესებული. თუ ის დგას ყველაფრის სათავეში, და ეს [კანონი] წინ წაიწევს, ვფიქრობ, ამას [სანქციების დაწესებას] ძალიან სერიოზულად შევხედავთ“.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ იქნება ეს ნაბიჯი დაგვიანებული, ო'ბრაიენმა განაცხადა:
„ეს ძალიან ახლო პერსპექტივაა. არ მინდა, პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ეს ამაზე ვიმუშავებთ. როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ ცხადი მტკიცებულებებსა და ძალიან ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. ეს არ არის ისეთი რამ, რომ ერთ ღამეში გაკეთდეს“, - განაცხადა მან.
წყარო: რადიო თავისუფლება
იხილეთ ასევე: თეთრი სახლი – კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს
ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ სანქციები დააანონსა


