პარლამენტში 15 მაისის უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს
14/05/2024 20:27:40 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, 15 მაისის, 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საკანონმდებლო ორგანოში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
როგორც ოფიციალურ შეტყობინებაში განმარტავენ, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანების შესაბამისად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. პარლამენტში კვლავ, უკვე ერთი თვეა, არ უშვებენ ონლაინმედიის წარმომადგენლებს.
ამასთან, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


