Accentnews.ge
სახდეპი – საქართველოზე: ჯერ კიდევ არის დრო  ერთად მუშაობისთვის

სახდეპი – საქართველოზე: ჯერ კიდევ არის დრო  ერთად მუშაობისთვის

14/05/2024 22:09:44 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მორიგი განცხადება გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ სურთ საქართველოსთან "წარმატებული პარტნიორობის" გაგრძელება და "ჯერ კიდევ არის დრო ერთად მუშაობისთვის".

მისი თქმით, აშშ-ს სჯერა, რომ არსებობს მექანიზმი, რომლის შექმნაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, რათა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ნაკლებად შეუსაბამო იყოს ღირებულებების, რომელთა ერთგულებასაც აცხადებს ხელისუფლება:

“ერთ-ერთი, რაზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ო’ბრაიენმა ისაუბრა, არის ის, რომ თუ კანონი გადაიხედება, ჩვენ გვექნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობა. ასე რომ, ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს მექანიზმები და გზები, რომლებიც მათ შეუძლიათ, შექმნან, რათა კანონი ნაკლებად შეუსაბამო გახადონ მისწრაფებებთან და ღირებულებებთან, რომელთა მიმართაც ისინი თავად ამბობენ, რომ ერთგულები არიან - კონსტიტუციისა და საჯარო გამოსვლევის მეშვეობით".

მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო კონტაქტში რჩება აშშ–ის საელჩოს გუნდთან თბილისში, ასევე, მჭიდრო კონტაქტშია მდივნის მოადგილე ო’ბრაიენთან და სხვებთან.

"წინასწარ არ განვიხილავ რაიმე საინქციებს ან ქმედებებს, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ შეიძლება განახორციელოს, მაგრამ კიდევ ერთხელ: ჩვენ წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები გვქონდა საქართველსთან 30 წელზე მეტხანს და ამ სამუშაოს გაგრძელება გვსურს. ჩვენი აზრით, ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად, ერთად მუშაობისთვის”.

იხილეთ ასევე: ო'ბრაიენი – ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე: ძალიან მალე განვიხილავთ

ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ სანქციები დააანონსა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S