6 –7 იანვრის ამინდის პროგნოზი
06/01/2020 05:13:51 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 6-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.


