Accentnews.ge
PACE–ს პრეზიდენტი: "აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირისთვის იქნება ხელმისაწვდომი

PACE–ს პრეზიდენტი: "აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირისთვის იქნება ხელმისაწვდომი

14/05/2024 22:31:36 პოლიტიკა

"აგენტების კანონთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა, მომავალი კვირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ PACE–ს პრეზიდენტი იტყობინება.

მან მოუწოდა ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვიდრე საკამათო კანონი ამოქმედდება.

მან მკაცრად დაგმო სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები.

"ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად. მიუხედავად მათი აზრისა ამ კანონთან დაკავშირებით," - განაცხადა რუსოპულოსმა.

პარლამენტმა 14 მაისს მესამე – საბოლოო მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც ქვეყანაში მასშტაბურ მღელვარებას იწევს. ერთი თვეა ამ კანონის უკან გაწვევის მოთხოვნით მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი.

იხილეთ ასევე: კობახიძე – "აგენტების კანონზე": თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმეს წარმოდგენა, წარმოადგინოს 28 მაისამდე, მერე დაგვიანებული იქნება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S