Accentnews.ge
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს კანონი შეაფერხებს საქართველოს პროგრესს NATO-სა და ევროკავშირის გზაზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს კანონი შეაფერხებს საქართველოს პროგრესს NATO-სა და ევროკავშირის გზაზე

15/05/2024 07:21:43 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, "აგენტების კანონი" შეაფერხებს საქართველოს პროგრესს NATO-სა და ევროკავშირის გზაზე. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრე–სკონფერენციაზე ისაუბრა.

ლიეტუველმა პოლიტიკოსმა ვიზიტის მიზანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორები საქართველოს მოსახლეობას მხარს უჭერენ.

"გამძლეობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა ძალადობის და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დააფიქსირეს მათი ევროპული ასპირაციები. თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ყველა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. მე მჯერა, რომ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს. ჩვენი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით დღეს აქ, არის ის რომ გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოსთვის, რადგან საქართველო იბრძვის დემოკრატიისთვის და მათი ევროპული მომავლისთვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნას ვინმეს მიერ ხელყოფილი. ჩვენი მეორე ამოცანაა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე სვლას, ამას გარკვეული შედეგები ექნება. საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი მიღწევები ნახა, კანდიდატის სტატუსი იყო ამის მტკიცებულება. არის რიგი რეკომენდაციები, რომლის შესრულება ევალება საქართველოს. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაღებული ამ ყველაფრისთვის და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიძლება იქნას განადგურებული. ძალიან ცალსახად მინდა, გითხრათ, ეს კანონპროექტი და ზეწოლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს პროგრესს შეაფერხებს NATO-სა და ევროკავშირის გაერთიანების გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა სტრასბურგში მის განცხადებაში: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი" - დიახ, თქვენ ხართ!", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S