Accentnews.ge
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ენმ-დან და "ახალიდან" "ოცნებასთან" თანამშრომლობას წყვეტენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ენმ-დან და "ახალიდან" "ოცნებასთან" თანამშრომლობას წყვეტენ

15/05/2024 07:53:21 პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან" და პარტია "ახალიდან" პროტესტის ნიშნად წყვეტენ თანამშრომლობას "ქართულ ოცნებასთან". დეპუტატების განცხადებით, შეუძლებელია, "რუსულ რეჟიმს" ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა - დატოვონ ხელისუფლება.

"საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ გავდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ აღუდგა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და რუსული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება ჩვენ მოქალაქეებს, გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია მისი 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი, სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ამ რუსულ ხელისუფლებასთან, რუსულ რეჟიმთან", - განაცხადა დეპუტატმა ენმ–დან ელგუჯა ბაგრატიონმა.

გადაწყვეტილებას პარტია "ახალიდან" უერთდება გიორგი კირთაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S