NATO–ს პრესსპიკერი – "აგენტების კანონის" მიღებაზე: არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია
15/05/2024 09:06:44 პოლიტიკა
ნატო-ს პრესსპიკერი ფარა დახლალა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ საქართვლოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მიიღოს "აგენტების კანონი", არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
ის ხაზს უსვამს, რომ ამგვარი ნაბიჯი ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისგან.
ის მოუწოდებს მთავრობას კურსის შეცვლისკენ.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების თაობაზე არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - წერს ის სოციალურ ქსელში.


