ზურაბიშვილი: ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის
15/05/2024 09:22:11 პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი x–ზე წერს.
შეტყობინებიდან არ ჩანს, ვინ იყო ზარის ინიციატორი და რა იყო საუბრის თემა, თუმცა ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მადლობა გადაუხადა საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია",– წერს ზურაბიშვილი.


