ლატვიის პრეზიდენტი: საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზეა
15/05/2024 09:52:27 პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი საქართველოს პრეიდენტთან კომუნიკაციის შესახებ იტყობინება.
ის ამბობს, რომ განიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და რომ აფასებს პრეზიდენტის პირად პოზიციას.
რინკევიჩი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო დღეს "ისტორიულ გზაჯვარედინზეა":
"საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზეა. ლატვია მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
განვიხილეთ არსებული ვითარება, ვაფასებ პრეზიდენტის პირად პოზიციას" - წერს X-ზე რინკევიჩი.
საქართველოს დღეს კოლეგებთან ერთად სტუმრობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.


