Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობაზე: დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ

სალომე სამადაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობაზე: დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ

15/05/2024 10:09:46 პოლიტიკა

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ - მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის - დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმაც დაადასტურეს, რომ კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება.

„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ - მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის. იგივე დაადასტურა ევროპულმა მხარემ. ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაუმჯობესებას.

დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, ან ვეტოს დაძლევაზე უარს იტყვიან.

არანაირი სხვა არჩევანი რუსების და ბიძინას მარიონეტ დეპუტატებს არა აქვთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე: ზურაბიშვილი: ვეტოთი არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გამოიყენონ პრეზიდენტი, რათა ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S