დიპლომატი: ყველას პასუხისმგებლობა დადგება, ვინც კრემლის წარმოსახვაში არსებულ ევრაზიულ კავშირში შესვლას მხარს უჭერთ
15/05/2024 11:10:52 პოლიტიკა
ყველას პასუხისმგებლობა დადგება, ვინც ყალბი სუვერენიტეტის, პატრიოტიზმის და მშვიდობის იდეით კრემლის წარმოსახვაში არსებულ ევრაზიულ კავშირში შესვლას მხარს უჭერთ ან ამართლებთ, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ბერლინის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი ელგუჯა ხოკრიშილი სოციალურ ქსელში გუშინ მესამე მოსმენით მიღებულ "აგენტების კანონთან" დაკავშირებით წერს.
"დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგომა ისეთივე მარტივი არჩევანია, როგორც ეს იყო 1 წლის წინ.
პოლიტიკური, ისტორიული და მორალური პასუხისგებლობა დადგება ყველასი, ვინც გააზრებულად ამ ყალბი სუვერენიტეტის, პატრიოტიზმის და მშვიდობის იდეით კრემლის წარმოსახვაში არსებულ ევრაზიულ კავშირში შესვლას მხარს უჭერთ ან ამართლებთ", - აცხადებს ხოკრიშვილი.


