Accentnews.ge
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება გათვალისწინებული

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება გათვალისწინებული

15/05/2024 11:10:51 პოლიტიკა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ვეტოში ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება გათვალისწინებული.

„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ამას ნახავთ ორ კვირაში. ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ [განხილვაში] და კანონის რაიმე ფორმით [განხილვაში] შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ. წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ", - განაცხადა, –ნტერპრესნიუსი" ცნობით, მსხილაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებული პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„ამ კანონმა იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია ქვეყანაში, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ გააჩნია,“ - განაცხადა მსხილაძემ.

ამავე თემაზე: ზურაბიშვილი: ვეტოთი არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გამოიყენონ პრეზიდენტი, რათა ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S