ზელენსკი: ვესაუბრე ზურაბიშვილს, მადლობა გადავუხადე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის
15/05/2024 11:17:03 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მას მადლობას უხდის სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის.
"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მადლობა გადავუხადე სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის. მხოლოდ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 15-16 ივნისს შვეიცარიაში უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება.


