Accentnews.ge
ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილის განცხადებაზე: "ჩვენ არც ერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ"

ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილის განცხადებაზე: "ჩვენ არც ერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ"

15/05/2024 11:49:28 პოლიტიკა

ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმოანებიან და აღნიშნავენ, რომ "არც ერთ მათგანზე არ შეთანხმებულან".

"დღეს, შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ, კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი - ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი. ვუთხარით, რომ აქაც გამოდის, რომ თუ თქვენ ასე შავ-თეთრად უყურებთ, რომ ან თქვენ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ან ასე იქნება, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში შეცდით?", – აღნიშნა პაპუაშვილმა ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი უარყოფს.

ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა "გარკვეული შეშფოთება". - წერს ლანდსბერგისი.

პაპუაშვილს ეხმიანება ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.

"ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენ არც ერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ.

ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით", წერს მარგუს ცაჰკნას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S