Accentnews.ge
„ისრაელი აშშ–ის გვერდით დგას, პრეზიდენტი ტრამპი გადამწყვეტი ქმედებისთვის აღიარებას იმსახურებს"

„ისრაელი აშშ–ის გვერდით დგას, პრეზიდენტი ტრამპი გადამწყვეტი ქმედებისთვის აღიარებას იმსახურებს"

03/01/2020 12:36:38 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინიტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანელი გენერალ–მაიორის ქასემ სულეიმანის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტი დოლანდ ტრამპი „აღიარებას იმსახურებს სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებისთვის“.

„აშშ–ს ისევე, როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. ქასემ სულეიმანს პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკის მოქალაქეების და მრავალი სხვა უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისთის. იგი მორიგ თავდასხმებს გეგმავდა. პრეზიდენტი ტრამპი აღიარებას იმსახურებს სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებისთვის, ისრაელი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის აშშ–ის გვერდით დგას სამართლიან ბრძოლაში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ, რომელმაც ქასემ სულეიმანის მკვლელობის გამო საბერძნეთში ვიზიტი დაგეგმილზე ადრე შეწყვეტა და ქვეყანაში დაბრუნდა.

„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.

ცნობისთვის: აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.

ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S