ზარქუა: აქციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებს
15/05/2024 13:32:42 პოლიტიკა
15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა. ერთი დღით ადრე პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი" მიუხედავად პარტნიორების გაფრთხილებისა და ქვეყნაში გამოწვეული მღელვარებისა. ხოლო დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ აღნიშნული პროცესები აქციებს დაუკავშირა.
"რასაც ეს აქციები, რადიკალიზმი და მათი ავტორები აკეთებენ, ჩვენს ქვეყანას ვნებს, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. როგორც კი რაღაც ფსევდოლიბერალური გამოხტომები დაიწყო, შესაბამისად, ეს კომპანიების აქციებზეც აისახა",- ამბობს დეპუტატი ზარქუა "ქართული ოცნებიდან" და დასძენს, "მინდა, ხალხს ვუთხრა - მომავალშიც, როცა აქციები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ. იგივე ეს ხელმოცარულები და ჩახდილები ვინც არიან: გიჟი ჯაფარიძე, რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარია და ასევე, დანარჩენი ხელმოცარულები. კიდევ ერთხელ, რადიკალიზმი და აქციები საქართველოს აზარალებს".
"ბიზნეს აქტივობა გაჩერებულია" - ლალაზაშვილი „აგენტების კანონის“ გავლენაზე


