Accentnews.ge
"ევროპელი მწვანეები": "ვიმედოვნებთ, არჩევნები დაასრულებს "ოცნების" მმართველობას ქვეყანაში"

"ევროპელი მწვანეები": "ვიმედოვნებთ, არჩევნები დაასრულებს "ოცნების" მმართველობას ქვეყანაში"

15/05/2024 13:42:51 პოლიტიკა

პარტია "ევროპელი მწვანეები" საქართველოში განვითარებულ მოველებს ეხმიანებიან და იმედოვნებენ, რომ "არჩევნები დაასრულებს "ქართული ოცნების" მმართველობას ქვეყანაში"

"ევროპელი მწვანეები" სრულ სოლიდარობას უცხადებენ "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებს.

"ვეხმიანებით "უცხოელი აგენტების" კანონპროექტს, რომელიც ახლახან მიიღეს საქართველოს პარლამენტში, "ევროპელ მწვანეთა" ლიდერმა, კანდიდატმა ტერი რეინკემ შემდეგი განაცხადა:

"საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროპელი მწვანეები მხარს უჭერენ თავიანთი უფლებებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, პასუხისმგებლობა მოეთხოვოს საქართველოს მთავრობას და მის ქმედებებს. ეს კანონპროექტი არის კრემლის შთაგონებული და მიზნად ისახავს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმებას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უფლებებს."

ბას ეიკჰაუტმა დაამატა შემდეგი აღნიშნა: "ეს სამთავრობო კანონპროექტი აშკარად არ შეესაბამება ქვეყნის მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნები დაასრულებს "ქართული ოცნების" მმართველობას ქვეყანაში და ქვეყანა გააგრძელებს გზას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ."

კანონპროექტი, მიღების შემდეგ მედიას ან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც "უცხო ძალის ინტერესების მომსახურე ორგანიზაციები." "ევროპელი მწვანეები" გმობენ პოლიციის მიერ უკანასკნელ კვირებში თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო გამოყენებას." - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S