ევროკავშირი, აშშ და 14 ევროპული ქვეყნა: "არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებაზეა პასუხისმგებელი"
15/05/2024 19:01:33 პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირთან და 14 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი "აგენტების კანონის" შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
"მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ. როგორც ევროატლანტიკურ კანონმდებლებს, ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა. ქართველებმა ნათლად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეგრეთ წოდებული „უცხოური აგენტების“ კანონი ასახავს ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას.
პატივცემული ქართული ორგანიზაციები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს კანონი ეწინააღმდეგება ასეთ ღირსეულ ძალისხმევას და ემსახურება პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტებია. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელ კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთდნენ.
ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით. ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი მტკიცე ერთგულება მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით გაბედულად გამოავლინა. ჩვენ არ მოვერიდებით პასუხისმგებლობის დაკისრებას მათზე, ვინც რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი აქციის მონაწილეებზე ბრუტალურ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. მივმართავთ ქართველ ხალხს: თქვენ მარტო არ ხართ!" - ნათქვამია განცხადებაში.


