აჭარაში, 6 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ენმ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა
16/05/2024 11:36:18 პოლიტიკა
ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. ისინი საკრებულოების სხდომებს აღარ დაესწრებიან.
ამის შესახებ განცხადება ბათუმის საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ვარშალომიძემ გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა პატრიოტ და მებრძოლ ახალგაზრდებს დაუღალავი ბრძოლისთვის, სოლიდარობა გამოუცხადა აქციაზე დაკავებულ, ნაცემ და დაზარალებულ ადამიანებს.
ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ "რუსულ რეჟიმთან ერთად სხდომებზე ყოფნა დაუშვებელია".


