Accentnews.ge
კორძაია და დეკანოიძე: მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდები უტოლდება წამებას, გადავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში

კორძაია და დეკანოიძე: მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდები უტოლდება წამებას, გადავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში

16/05/2024 12:11:29 პოლიტიკა

საპოლიციო ძალების მხრიდან აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია საქმის მასალების დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდები უტოლდება წამებას.

მათივე თქმით, "მოიპოვეს კადრებისა და ფაქტების ნაწილი და კიდევ აგრძელებენ ამ კუთხით მუშაობას, რის შემდეგაც ყველა ძალადობრივი ქეისის შესახებ გადაუგზავნიან ინფორმაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებს".

როგორც დეპუტატები აცხადებენ, "იდენტიფიცირებულია იმ სპეცრაზმელების ნაწილიც, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციონერი ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ".

დეპუტატმა თამარ კორძაიამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს მოუწოდა, ჩაატაროს საჯარო ბრიფინგი და თქვას, რა ეტაპზეა მოძალადე სამართალდამცველებისა და ე.წ. ტიტუშკების საქმეების გამოძიება:

"კაციტაძეს მივმართავ, დროა, გამოვიდეს და წარუდგინოს საზოგადოებას ანგარიში, რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა 2 მაისს აქციაზე დაზიანებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით.მოვითხოვთ ჩაატაროს საჯარო ბრიფინგი და გასცეს შეკითხვებს პასუხი, შედგა თუ არა თითოეულზე დაკავების ოქმი, რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში და ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები სახელებით და გვარებით, როგორც სპეცრაზმიდან, ასევე პოლიციიდან ვინ და რა დროს გამოიძახა სასწრაფო დახმარება დაზარალებულების გადასაყვანად, რომელმა ეკიპაჟმა გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში და გაფორმდა თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია. გამოვიდეს კოკა კაციტაძე და აცნობოს საზოგადოებას, რომელ ქეისზე რა დოკუმენტია მისთვის წარდგენილი, რადგან ისინი აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია გამოძიება თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S