დარჩიაშვილი ესტონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ისლანდიელ კოლეგებს აქციაზე მისვლის გამო აკრიტიკებს
16/05/2024 14:25:11 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესტონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ისლანდიელ კოლეგებს აქციაზე მისვლის გამო აკრიტიკებს.
დარჩიაშვილის თქმით, დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.
„ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. დიპლომატებს ნამდვილად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როცა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამავე თემაზე: ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციას შეუერთდნენ: ჩვენ არასდროს მიგატოვებთ.


