ერდოღანი: კობახიძესთან შეხვედრაზე გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე
16/05/2024 15:42:19 პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მან ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტია, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართ. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.
"მინდა, მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ, ათი დღით ადრე და აქვე მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისი დანიშვნა თებერვალში და წარმატებები ვუსურვო. დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას, ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე", – განაცხადა ერდოღანმა.


