Accentnews.ge
ერდოღანი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ეს გააკეთოს

ერდოღანი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ეს გააკეთოს

16/05/2024 16:10:42 პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს. შესაბამისი განცხადება მან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადეობის ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ. მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონისა და დიპლომატიის ფარგლებში. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად, ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ეს გააკეთოს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელობას.

„ჩვენი საუბრის დროს ერთმანეთს გავუცვალეთ მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ხაზი გავუსვით მშვიდობის, მშვიდობიანობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. ამ მიმართულებით აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა ერდორანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S