Accentnews.ge
კობახიძე– ერდოღანს: თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის

კობახიძე– ერდოღანს: თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის

16/05/2024 16:46:03 პოლიტიკა

თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ერთობლივი ბრიფინგის დროს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას ყველა ძალიან ვუფრთხილდებით. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც არის, არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის", – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S