კობახიძემ ერდოღანი საქართველოში მოიწვია
16/05/2024 16:51:58 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ მან ერდოღანთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.
„როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებას.
„პირადად ვთხოვე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება. იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


