პრემიერი მიჩნევს, რომ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე მისვლა ევროკავშირის იმიჯს აზიანებს
16/05/2024 17:27:28 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე მისვლა ევროკავშირის იმიჯს აზიანებს.
"ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ამავე თემაზე: ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციას შეუერთდნენ: ჩვენ არასდროს მიგატოვებთ.


