Accentnews.ge
კობახიძე - "აგენტების კანონზე": პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის

კობახიძე - "აგენტების კანონზე": პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის

16/05/2024 18:42:02 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ტელეფონით ორჯერ ესაუბრა და ორივეჯერ დაუდასტურა, რომ მზადაა კონსულტაციებისთვის "აგენტების კანონზე". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

"მე პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან, ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც უკავშირდება ამ კანონს, ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს ამ კანონთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ვართ მყისიერად მზად განხილვისთვის. თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დრემდე არ მიგვიღია, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S