პრეზიდენტი: არჩევნების შედეგებით გადაწყდება, შეაჩერებენ თუ არა ვიზალიბერალიზაციას
17/05/2024 09:35:05 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა "აგენტების კანონის" მავნე გავლენაზე და ქვეყანაში ამ კანონით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა EURACTIV-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ "ვიმუშაოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, ჩვენ ვკარგავთ დროს".
"ეს ნიშნავს, რომ ამ მთავრობას, მმართველ პარტიას არ სურს, მიგვიყვანოს იმ შედეგებამდე, რასაც უნდა მივაღწიოთ წლის ბოლომდე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეფორმისკენ მიმართული ცხრა ნაბიჯის შესრულებით. ამის ნაცვლად, ჩვენ ახლა ორიენტირებული ვართ ამ კანონზე და მის შედეგებზე“, - თქვა პრეზიდენტმა.
მისი ხედვით, არსებული ვითარების შეცვლა შეუძლია მხოლოდ არჩევნებზე მისულ ხალხს:
„ერთადერთი, ვისაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებში მონაწილეობით. ჩვენ მშვიდად და წყნარად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და იმ როლისთვის, რომლის შესრულებაც ევროკავშირი შეუძლია. მათ უნდა გაარკვიონ, რა არის საქართველოს არჩევანი არჩევნებზე - ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელება და აჩქარება, თუ ეს შესაძლებელია, ან სხვა მიმართულების აღება".
მისი თქმით, "ევროკავშირმა უნდა მოისმინოს არა მარტო ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი არჩევნებზე, რაც იქნება გარკვეული ტიპის რეფერენდუმი":
"შედეგიდან გამომდინარე, გადაწყდება, შეაჩერებენ თუ არა ისინი ვიზალიბერალიზაციას თუ სხვა პროცესებს“.


