რუსული სანქცირებული კომპანიის შვილობილი Red Wings-ი პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით ფრენას იწყებს
17/05/2024 10:23:59 პოლიტიკა
რუსული სანქცირებული კომპანიის შვილობილი Red Wings-ი პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით ფრენას იწყებს, - იუწყება სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის პრესსამსახური.
"ფრენები 13 ივნისიდან იწარმოებს. აღსანიშნავია, რომ პეტერბურგსა და ბათუმს შორის ავია-მიმოსვლა 2019 წლიდან პირველად აღდგება" - ნათქვამია აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებაში.
ფრენა იწარმოებს კვირაში ორჯერ, ხუთშაბთსა და შაბათს.


