Accentnews.ge
რუსეთის ქართული სათვისტომო საქართველოს ხელისუფლებას 5 წინადადებით მიმართავს

რუსეთის ქართული სათვისტომო საქართველოს ხელისუფლებას 5 წინადადებით მიმართავს

17/05/2024 10:59:09 პოლიტიკა

მოსკოვში რუსეთის ქართული სათვისტომოს ფორუმი გაიმართა.

12 მაისს გახსნილი ორდღიანი ფორუმის მონაწილეებმა ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მიმართეს, ისინი, კერძოდ, თვლიან, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა:

  1. მიანიჭოს თანამემამულეებს საქართველოს მოაქალაქეობა გამოცდების გარეშე;
  2. მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ კანონის მოქმედება გაახანგრძლივოს;
  3. გადაჭრას რიგების პრობლემა რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესთა სექციის სსაკონსულოში;
  4. შექმნას საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან თანამემამულეთა ინტეგრაციის პროგრამები;
  5. გააფართოვოს ქართული ენისა და ლიტერატურის ონლაინ-სწავლების სახელმწიფო პროგრამა;

რუსეთის მთავრობამ კი, მათი აზრით, უნდა:

  1. სრულად გააუქმოს ავიჟო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის (შესაძლოა, იგულიხმებოდეს სამუშაო ვიზების გაუქმება) ;
  2. შექმნას რუსეთში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების საპატენტო სისტემა;
  3. აღადგინოს "სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე" (ВДНХ) საქართველოს ისტორიული პავილიონი;
  4. შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ასტრახანიდან საქართველოში ქართველი მეფეების გადასვენების საკითხების შესასწავლად და გადასაჭრელად.

ქართულმა სათვისტომომ გადაწყვიტა, მიმართოს რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს წინადადებით, "დაიწყოს პირდაპირი დიალოგი ორ ქვეყანას შორის რიგი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, რომელიც რუს და ქართველო ხალხებს აღელვებთ".

ცნობისთვის: რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდანაა შეწყვეტილი. 2012 წელს საქართველომ ცალმხრივი გადაწყვეტილებით რუეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, თუმცა მოსკოვმა ანალოგიური ნაბიჯი მხოლოდ 2023 წლის მაისში, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების ზრდის ფონზე გადადგა.

ამჟამად რუსი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები აქტიურად უჭერენ მხარს "ქართულ ოცნებას" სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის" შესახებ ადავო კანონის ლობირების კუთხით, კანონის წინააღმდეგ მასობრივ სსაპროტესტო აქციებს კი, რომელიც უკვე თვეზე მეტია გრძელდება, "ქართული ოცნების" მსგავსად, დასავლეთიდან მართულად აფასებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S