კალაძე – აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლაზე: "ნებისმიერი პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან"
17/05/2024 12:24:10 პოლიტიკა
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლის ფაქტს "სამარცხვინოს" უწოდებს.
„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყნებში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი [მივიდეს]. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“, -განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე თემაზე: ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციას შეუერთდნენ: ჩვენ არასდროს მიგატოვებთ.


