Accentnews.ge
"ეს არის რუსული კანონი" – პრეზიდენტმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო

"ეს არის რუსული კანონი" – პრეზიდენტმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო

18/05/2024 14:25:51 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. ამის შესახებ მან რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო, არის „რუსული კანონი“.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო - ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S