სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტში იბარებენ
20/05/2024 11:11:59 პოლიტიკა
ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გააკეთეს. საქმე ეხება პოლიციელთა მხრიდან მომიტინეებზე ძალადობას. ამ დრომდე არც ერთი პირი არაა პასუხისმგებაში მიცემული.
აქუბარდიამ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი, გამოიძიოს მოქალაქეების, ისე პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ უფლებების დარღვევების გამოუძიებლობაზე.
ის ამბობს, რომ კაციტაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველივე სხდომაზე უნდა გამოცხადდეს.
"ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებად ქცეულმა მოძალადე "ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად არც ერთ საქმეზე, რომელიც ეხება თვე-ნახევრის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას, ქვეყანაში მოწყობილ მასობრივ ტერორს, რომელიც გამოხატულია იმით, რომ ურეკავენ ადამიანებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, ხდება მათი დაშინება. არც ერთ მსგავსი პოლიციელების და სამართალდამცავების მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება არ დაწყებულა და არ დაყენებულა კონკრეტული სამართლებრივი შედეგები, ეს პირველ რიგში ეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს", - თქვა ლილუაშვილმა.


