Accentnews.ge
ბერა – ავსტრალიის ხანძრებზე: „ვეძებ დახმარების გზებს“

ბერა – ავსტრალიის ხანძრებზე: „ვეძებ დახმარების გზებს“

06/01/2020 07:51:08 საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშილი ავსტრალიაში მძვინვარე ტყის ხანძრებთან დაკავშირებით „ინსტაგრამში“ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ამჟამად პრობლემის მოგვარებაში დახმარების გზებს ეძებს:

„ჩემი ფიქრები და ლოცვა ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრებზეა.

ამჟამად ვეძებ დახმარებისა და პროცესში მონაწილეობის გზებს. იქამდე კი მოდით გავზარდოთ გაცნობიერებულობა – გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს „სთორიში“.

ავსტრალიის ხანძრების შედეგად დაიწვა 12 მილიონი აკრი, რაც უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებუბული კალიფორნიის, ამაზონის და ციმბირის ხანძრების მიერ დამწვარი ტერიტორია. კლიმატის ცვლილება რეალურია“.

ცნობისთვის: ბერამ გადარიცხა 1,1 მილიონი აშშ დოლარი ამაზონის ტყის აღსადგენად.

ავსტრალიაში ტყის ხანძრები სექტემბრიდან მძვინვარებს. განადგურებია ათასობით სახლი, დაღუპული არიან ადამიანები, აგრეთვე ხანძარს შეეწირა ნახევარ მილიარდამდე ცხოველი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S