მსხილაძე: საპარლამენტო უმრავლესობის მხიდან მცდელობაა,საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს პრეზიდენტმა ვეტო მოტივირებული შენიშნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს
20/05/2024 14:09:27 პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მხიდან არის მცდელობა,საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს პრეზიდენტმა ვეტო მოტივირებული შენიშნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს.
„ეს არის ტყული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“,– ხაზგასმით აღნიშნა მსხილაძემ.
მან თქვა, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული:
„მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით; არის განმარტებული, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული; არის განმარტებული მისი მიღების მოტივაცია, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია!
რაც შეეხება ჩამატებას, რომ კანონი ამოქმედდეს ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს – თუ კანონი არ ამოქმედდა, მისი გაუქმება შეუძლებელია“,– დასძინა მსხილაძემ.


