"პატრიარქი ეკლესიის მტერია და გაჩუმებას აღარ ვაპირებთ"
06/01/2020 08:14:27 საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი დამოუკიდებელი არ არის და დეკანოზის პატიმრობა უშუალოდ პატრიარქის გადაწყვეტილებაა. საუბარია შეწყალების აქტზე, რომელიც დეკანოზს არ შეეხო.
როგორც თორნიკე მამალაძე ირწმუნება, მას აქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს პატრიარქმა ამის შესახებ პირად საუბრებში უთხრა.
"პატრიარქს ეშინია ჩემი ძმის. მას აქვს დანაშაულები პირადად ჩემი ძმის მისამართით. იცოდა, რომ ჩემი მა გათავისუფლების შემდეგ ამაზე ისაუბრებდა და არის შეშინებული. ის საკუთარი მიზნებისთვის იყენებს დედაეკლესიას. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და ეს არა ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. დღეს პატრიარქი სიმართლის და ეკლესიის მტერია და ჩვენ ამას დავამტკიცებ. ჩვენ გაჩუმებას აღარ ვაპირებთ",– განაცხადა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.
მისივე თქმი, ის საკუთარ მასთან გეგმავს შეხვედრას და ამის შემდეგ ისაუბრებს ყველა იმ დეტალზე, რაც აქამდე არ განსაჯაროებულა, მათ შორის წერილებსა და დოკუმენტებზე.
"დადასტურდა, რომ პატრიარქი ჩემი ძმის გათავისუფლების წინააღმდეგი იყო და არის, რადგან მას ჩემი მის ეშინია",– დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ხუთი ადამიანი შეიწყალა, მათ შორის არ აღმოჩნდა დეკანოზი. როგორც პრეზიდენტმა ანიშნა, მან იხელმძღვანელა ახალი კრიტერიუმებით და ვერ მოძებნა არგუმენტი, რატომ უნდა შეხებოდა აქტი დეკანოზს.


