Accentnews.ge
თოვლი, ტემპერატურის კლება – 7–8 იანვრის ამინდის პროგნოზი

თოვლი, ტემპერატურის კლება – 7–8 იანვრის ამინდის პროგნოზი

06/01/2020 08:56:52 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 11-16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 8-13 გრადუსი დაფიქსირდება.

8 იანვარს, დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში 4-9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 9-11 გრადუსია ნავარაუდევი. 9-10 იანვარს შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა კი, 7-9 გრადუსამდე დაიკლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S