Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას

21/05/2024 11:08:36 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მანჯგალაძის შეფასებით, ვინც ამბობს რომ დასავლეთი, დასავლური სტრუქტურები, ევროპა და ამერიკა საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს - რუსია.

„ქართული ოცნება” დაადგა ღალატის გზას, მაგათ არაფერი ეშველებათ. ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ. ეს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის არის უპრეცედენტო შეთავაზება. ის უამრავ მიზეზს იპოვის, რომ ამისი რეალიზება არ მოხდეს. ნუთუ მათ არ შეუძლიათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გაარკვიონ ეს არის რეალობა, თუ არის ერთი კონგრესმენის შეთავაზება. ასევე, დიპლომატის ენაზე შეეძლოთ ეთქვათ, რომ თუ ეს კონგრესმენის ინიციატივა გადაიქცევა სახელმწიფო პოლიტიკად, მზად ვართ, რომ განვიხილოთ პარტნიორის შემოთავაზებები. ეს არ გვინახავს, ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო დიდი ბრალდება, რომ ამერიკა ორჯერ აპირებდა თურმე რევოლუციის მოწყობას. ეს წერია ამ წერილში და ვინც ამას წერს, კარგად მოიკითხონ, დარწმუნებული ვარ “ეფესბეს” ან “გერეუს” ინსტიტურები უწერენ ამას “ქართულ ოცნებას”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

Politico-ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. ცოტა ხნის “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ "რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S