Accentnews.ge
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს ქართველ ხალხს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს ქართველ ხალხს

21/05/2024 11:59:38 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიმონას შატუნასი საქართველოში მიმდინარე მოველებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს ქართველ ხალხს".

"ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის ახლა სწორი დროა. ივნისში ჩვენ გვექნება IGC (მთავრობათშორისი კონფერენცია) კონფერენციები უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოზე აუცილებლად ვიმსჯელებთ. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს ქართველ ხალხს. "უცხოური გავლენის აგენტის შესახებ" კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და ღირებულებებს, ამიტომ ევროპულმა საბჭომ უნდა ისაუბროს საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და შედეგებზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის გზაზე ამას მოჰყვება", - ამბობს სიმონას შატუნასი.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S