Accentnews.ge
ხაზარაძე: მე არ მჯერა ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება

ხაზარაძე: მე არ მჯერა ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება

21/05/2024 14:54:55 პოლიტიკა

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ლელო" არჩევნებისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთიანი სიის შექმნის იდეას არ ემხრობა და პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ცენტრის შექმნა.

"ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთ სიაში არ ვიქნებით ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს. მიმაჩნია, რომ ეს იქნება საჩუქარი "ქართული ოცნებისთვის". ჩვენ არ ვართ "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა დიდი სურვილი აქვს "ოცნებას", რომ მიგვაწებოს. თუმცა ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია. ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. მე არ მინდა, ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ეს იქნება ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე", - განაცხადა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

საერთო სიის შექმნის შესახებ თავდაპირველად ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. იგი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" 70/30 პროპორციით დაამარცხებს.

მოგვიანებით სააკაშვილის წინადადებას პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეს იქნება "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S