Accentnews.ge
ელჩი: "თუ "ოცნება" კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა ხმა მისცეს საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას"

ელჩი: "თუ "ოცნება" კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა ხმა მისცეს საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას"

21/05/2024 15:59:50 პოლიტიკა

საქართველოში ესტონეთის ელჩი რინა კალიურანდი აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" "აგენტების კანონს" დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ხედავს, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.

"მთავრობამ ძალიან მკაფიო მესიჯი მიიღო, რომ ამას მოჰყვებოდა შედეგები. ეს საქართველოს დააყოვნებს, როცა საქმე მიდგება ევროკავშირში ინტეგრაციას. მიზეზი ამ კანონის დასამტკიცებლად არ აქვთ. როგორც უნდა იყვნენ დასავლელი პარტნიორები საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ხმა, ეს არის ძალიან ძლიერი ხმა, რომელიც ყველაფერს ბალანსებს", – განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, დიპლომატმა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S