მეუფე ნიკოლოზი – დეკანოზზე: "გულდაწყვეტილი ვარ"
06/01/2020 10:22:29 საზოგადოება
ახალქალაქის და კუმუდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია. საქმე შეწყალების აქტს ეხება, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ სეეხო.
"ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის ციხეში ყოფნა ცუდია, უსიამოვნოა, მით უმეტეს სასულიერო პირის... მე ამაზე ადრე ვთქვი, როდესაც გერმანიაში ვიყავი და ეს შემოწმებადია..მე ვერ დავიჯერებ ადამიანურად, არა მჯერა რომ ვინმეს შეუძლია საწამლავი ჩაიდოს ჯიბეში და პატრიარქის მოსაკლავად წავიდეს. ასე განგვიცხადა ჩვენ მაშინდელმა პრემიერმინისტრმა. მეორე დღეს კი თქვა ეს ეგრე არ ყოფილაო მაგრამ არც იმისი არ მჯერა რომ ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ ციანიდი ჯიბეში ჩაიდოს და ვინმეს მოსაკლავად წავიდეს. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, მე რამდენადაც ვიცი და შეხება მქონია, საბრალდებო დასკვნას იცავს კანონი და რა წერია იმ საბრალდებულო დასკვნაში, რის გამო მიესაჯა მას ამდენი ხნის პატიმრობა მე პირადად არ ვიცი და რომ მცოდნოდა შეიძლება, უფრო შინაარსიანი ყოფილიყო ჩემი განცხადება",– განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ტვ. პირველის" ეთერში.
ცნობისთვის: პრეზიდენტმა სინოდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. მისი თქმით, ვერ იპოვა შესაბამისი არგუმენტი. დეკანოზის ოჯახი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება პატრიარქის გავლენის ქვეშ მიიღო.


