Accentnews.ge
ხაბეიშვილი: ქართველი ხალხის დაკვეთაა კოალიციური მთავრობა, ამას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ გაექცევა

ხაბეიშვილი: ქართველი ხალხის დაკვეთაა კოალიციური მთავრობა, ამას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ გაექცევა

21/05/2024 18:13:34 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს,რომ "ქართველი ხალხის დაკვეთაა კოალიციური მთავრობა და ამას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ გაექცევა"

როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, საზოგადოება ერთობის მომხრეა.

ხაბეიშვილის თქმით, მისი პარტია დიდი ერთობის მომხრეა.

"მე არ განვიხილავ, რომ ერთობა არ იყოს... როცა ენმ-ზე ამბობენ, რომ რაღაც პრობლემაა, ჩვენ 12 წელია, ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვართ, ხშირ შემთხვევაში მარტო ვიყავით ოპოზიციაში, არ მგონია, დამოკიდებულება სწორი, რომ 12 წელია, რომ ადამიანს თავის ჯამრთელობა და სიცოცხლე გადადებული აქვს... [...] გვესმის კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვენთვის უსიამოვნოა, სამწუხაროდ, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქართველ ხალხთან, რომ ყველაფერი გავეკეთოთ ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ფიზიკურად მოგვიწევს ამ ქვეყნის დაცვა. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დიდი ერთობა აუცილებლად იქნება, ვიქნებით თუ არა ენმ ამ კონკრეტული ერთობის ინიციატორებიც და თუ საჭირო გახდა რიგითი წევრები? რა თქმა უნდა, ვიქნებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფოს, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მანამდე "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ლელო" არჩევნებისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთიანი სიის შექმნის იდეას არ ემხრობა და პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ცენტრის შექმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S