ცაჰკნა: ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მკაფიო ნიშანი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, დაუბრუნდეს ევროპულ ნორმებს
22/05/2024 06:03:08 პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მკაფიო ნიშანი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის, დაუბრუნდეს ევროპულ ნორმებს.
„ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის კანონის“ გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაფიო ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს“, - წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: რას ამბობს ვენეციის კომისია "აგენტების კანონზე": კატეგორიული რჩევაა, ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმება.


