მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ვენეციის კომისიას დასკვნა "დააწერინეს"
22/05/2024 09:49:53 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ "აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიას დასკვნა "დააწერინეს".
მაჭარაშვილი "უცხოური ძალების" კვალს ხედავს და ამბობს, რომ დასკვნა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია:
"ვენეციის კომისიას დააწერინეს ის, რაზეც შეიძლება თვითონ არ ფიქრობდა, რომ ასეთი დასკვნა უნდა დაეწერა. იმ უცხოურმა ძალებმა, ვინც გაცხადებულად უშვებენ აქ უცხოელებს, დიპლომატებს, თუ უწყების წარმომადგენლებს და ეუბნებიან საქართველოს, რომ თქვენ უნდა დათმოთ სუვერენიტეტი",– ამბობს მაჭარაშვილი.
ვენეციის კომისიის დასკვნა 21 მაისს გამოქვეყნდა და აღნიშნავს, რომ კატეგორიული რჩევაა, ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმება.


