Accentnews.ge
ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ იაპონია შუა აღმოსავლეთში ჯარების განთავსებას  გეგმავს

ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ იაპონია შუა აღმოსავლეთში ჯარების განთავსებას  გეგმავს

06/01/2020 11:03:24 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ–მინისტრ სინძო აბეს განცხადებით, ქვეყანა შუა აღმოსავლეთში ჯარების განთავსებას გეგმავს, რათა თავისი გემების უსაფრთხოება უზრუნველჰყოს.

„შუა აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ძალიან ვწუხვართ ამის გამო. სიტუაციის შემდგომი ესკალაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული და ყველა მხარეს მოვუწოდებ, გამოიყენონ დიპლომატიური ძალისხმევა დაძაბულობის განსამუხტად. ამასთან, ვგეგმავთ რეგიონში ჩვენი ჯარების გაგზავნას, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი გემების უსაფრთხოება“, – განაცხადა აბემ.

ცნობისთვის: 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, აზიის ქვეყნებიდან, კონკრეტულად, ინდონეზიიდან და ჩინეთიდან ნავთობის იმპორტი შემცირდა. შედეგად იაპონია დამოკიდებული გახდა ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე, რომელიც ამჟამად იაპონიის ნავთობის იმპორტის 90%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირაში ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S